ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება დაუვიწყარი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საღამო მოეწყო, რომელიც დიდი საზოგადო მოღვაწის დაბადების დღეს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე მოსწვავლეებმა გაიხსენეს გალაკტიონის ცხოვრება, ბიოგრაფია და მხატვრულად „გააცოცხლეს“ მისი უკვდავი შემოქმედება.
მოსწავლეებს პოეტის შესახებ მანანა გულედანი ესაუბრა და მის შესახებ ბევრი უცნობი ფაქტი გააცნო, ქართველმა და ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა კი, მხატვრულად წაიკითხეს პოეტის ლექსები.
ღონისძიება ემოციებით სავსე, დაუვიწყარი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.