ახალციხის N4 საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებები, რომლებიც, მათ შორის, მიზნად ისახავს კონკრეტული საკითხისადმი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.
ამჯერად, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა: ია გვენეტაძემ, თეონა გვარამაძემ და კარინა თათევოსიანმა „ტოლერანტობის კვირეულის“ ფარგლებში ჩაატარეს ღონისძიება სახელწოდებით - „ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში“.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ისე სომხური სექტორის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას, აქ არსებულ ტოლერანტულ გარემოს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ტოლერანტობის შესანიშნავი მაგალითები.
ღონისძიებას ესწრებოდა ხუთი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი, ისინი ერთმანეთის გვერდით მსხდომნი, სიამოვნებით ადევნებდნენ თვალს მოსწავლეთა შემოქმედებას.
სასულიერო პირებმა მოსწავლეებს მიმართეს და შეუქეს ერთიანობა და აღნიშნეს: „ტოლერანტობა, ხომ მართლაც თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში!“.
იხილეთ ფოტოები: