თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სტუმრობდა  
22-11-2024

თბილისის N36 საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო შეხვედრები, მოსწავლეებს სხვადასხვა პროფესიის წარმოადგენლები სტუმრობენ და თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. 

ამჯერად, სკოლა ესტუმრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

სტუმრები შეხვდნენ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, ესაუბრეს მათი სამსახურის საქმიანობის შესახებ და გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.

მომხსენებლებმა მოსწავლეებს გააცნეს მომხმარებლების კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივარის/განცხადების განხილვის წესები და ვადები და აგრეთვე ამ დარგის სხვა საკითხები.

შეხვედრა შემეცნებითი და ინფორმაციული იყო, მიმდინარეობდა ინტერაქციულ რეჟიმში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203