ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის და ჩაისუბნის საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 14 სკოლა მონაწილეობდა პირველ შეჯიბრებაში მინი ფეხბურთში.
ფინალურ შეხვედრაში ერკეთისა და ჩაისუბნის გაერთიანებულმა გუნდმა II საპრიზო ადგილი მოიპოვა.
სასკოლო საზოგადოება სპორტსმენ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს და მათით ამაყობს.
იხილეთ ფოტოები: