ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლა სხვადასხვა სფეროში მოსწავლეთა წარმატებებს ყოველთვის მხარს უჭერს და აღნიშნავს.
ამჯერად, სკოლა მოსწავლეების სპორტულ წარმატებას გვიზიარებს.
თავისუფალი ჭიდაობის ტურტირში, რომელშიც 200-ზე მეტი მოჭიდავე მონაწილეობდა, წარმატებით იასპარეზეს ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
ანასტასია ჯინჭარაძემ I საპრიზო ადგილი, მარიამ ჯალაბაძემ და ანი მეგრელიძემ II ადგილები, ხოლო ლალი ჯინჭარაძემ, ელენე ჩხიკვიშვილმა და ნინო რამიშვილმა III ადგილები გაინაწილეს.
აღსანიშნავია, რომ სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქართველ და ისრაელ გმირთა ხსოვნას მიეძღვნა ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში „მშვიდობა ისრაელს, მშვიდობა საქართველოს 2024“.
„მშვიდობა ისრაელს მშვიდობა საქართველოს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: