სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა
სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში პედაგოგმა ვალიდა კოხრეიძემ V კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა იყო გიორგი შატბერაშვილის „გამოქვაბული“ და ზმნის დროები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული, მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად.
გაკვეთილს პედაგოგები ესწრებოდნენ, რომელთაც სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასეს.
იხილეთ ფოტოები სრულად