თბილისის N36 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი სავსეა შემეცნებითი თავგადასავლებით.
ახლახან, Iგ კლასის მოსწავლეები თბილისის ციფრულ სივრცეს ეწვივნენ.
მათთვის საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა წყალქვეშა სამყაროში მოგზაურობა. ასევე, მოსწავლეებმა ნახეს ვაჟა-ფშაველას „ხმელ წიფელის“ არაჩვეულებრივი ანიმაცია.
კლასის ხელმძღვანელი ნინი დალაქიშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს და მათ შემეცნებითთან ერთად სახალისო სასწავლო პროცესსაც სთავაზობს.
იხილეთ ვიდეო