ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირების შთამბეჭდავი მაგალითი თბილისის N36 სკოლის IX კლასში
26-11-2024

თბილისის N36 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ახლახან, IX კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის საპროგრამო მასალის ფარგლებში შეისწავლეს ერეკლე II-ის მოღვაწეობა და მოამზადეს პრეზენტაციები.

მეტი შთაბეჭდილებების მისაღებად მე-9 კლასელები დაესწრნენ სპექტაკლს - „ავი მუსაიფი“, რომელიც ერეკლე II-ის რთულ და შფოთიან პერიოდს შთამბეჭდავად გადმოსცემს.

მოსწავლეებმა ერეკლე კახის ცხოვრება და მოღვაწეობა დიდი ინტერესით, სიღრმისეულად შეისწავლეს.  

მოსწავლეთა ისტორიის პედაგოგი მაკა კობიაშვილი გახლავთ, მათი კლასის ხელმძღვანელი კი - ნაზი ხახულაშვილი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203