მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გიულიბაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ შესაძლებლობებს ფართო აუდიტორიას აცნობენ.
ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“, ფარგლებში გამართულ ესეების კონკურსში მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: