ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება თავგადასავლეებითაა სავსე, მათ განწყობაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ და თეორიულ ცოდნასთან ერთად დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნიან.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საშემოდგომო ღონისძიებების სერია გაიმართა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.
შემოდგომის შემობრძანებიდან დაწყებული, უკვე ნოებრის მიწურულს სკოლაში დიდი საზეიმო დღეები გაიმართა.
„შემოდგომას სულ პირველად 212-ე სკოლაში გაიგებ“, - ამ დევიზით იზეიმეს სკოლაში შემოდგომის შემობრძანება.
ოქროსფერი სეზონის მილევის ჟამს კი, მეხუთეკლასელებმა შემოდგომის გაცილება მოაწყვეს, ამოავლეს ჩურჩხელები, იმღერეს, იცეკვეს, იმხიარულეს და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები ლექსები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეების ჟრიამულმა მთელი სკოლა მოიცვა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები: მეხუთე კლასის დამრიგებელი მანანა ტოტოღაშვილი და მუსიკის პედაგოგი - ია ხურცილავა, იყვნენ.
შემოდგომის გაცილებას მესამეკლასელებიც შეუერთდნენ. პატარებმა სკოლა შემოდგომის ფერებში მორთეს და ნამდვილი სადღესასწაულო გარემო შექმნეს.
ღონისძიება დატვირთული იყო სხვდასხვა აქტივობით, მოსწვლეებმა ემოციურად და ომახიანად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და დაუვიწყარ დრო გაატარეს.
ღონისძიებას ხელმძღავნელობდა მესამე კლასის დამრიგებელი ნანა ასტამაძე, ხოლო მუსიკალურად გააფორმა, მუსიკის პედაგოგმა ია ხურცილავამ.
იხილეთ ფოტოები: