ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გამდიდრებულია საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის დაბდების დღეს გამოეხმაურნენ.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ გადმოცემის თანახმად, „ილიაობა“, ის დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ილია ჭავჭავაძეს ძალიან უყვარდა, კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ილია ჭავჭავაძე ყვარელში 1837 წლის 7 ნოემბერს დაიბადა.
აღსანიშნავია, რომ მე-8 კლასელებმა დიდი საზოგადო მოღვაწის პატივსაცემად, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შექმნეს საინფორმაციო პოსტერი, გამართეს დისკუსია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე და გააკეთეს პრეზენტაცია.
იხილეთ ფოტოები: