ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ინიციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
სასკოლო ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესოა პირველკლასელებისთვის, რომლებიც წიგნიერების დიდი სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამენ.
ამჯერად, პატარებმა ასო-ბგერა „ა“ შეისწავლეს და საინტერესო პრეზენტაცია გამართეს.
პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეები ინტერესით ეცნობიან საგაკვეთილო მასალებს და ხალისანად სწავლობენ.
იხილეთ ფოტოები: