წალკის N2 სკოლასა და მასთან შერწყმულ ტბეთის სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა  
21-11-2024

წალკის N2 საჯარო სკოლასა და ოპტიმიზაციის შედეგად შემოერთებულ სოფელ ტბეთის სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეები საინტერესო და შემეცნებითი აქტივბით გამოეხმაურნენ ტოლრანტობის საერთაშორისო დღეს. 

„საქართველოს მრავალფეროვნება და ტოლერანტობა ოდითგანვე მოსდევს“; „ქართველები ისტორიულად ტოლერანტი ერი ვართ!“, - ეს გახლდათ მოსწავლეთა მთავარი გზავნილები. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და ისაუბრეს ტოლერანტობის შესახებ.

„ასეთი ღონისძიებები გვეხმარება, სასკოლო ცხოვრება მშვიდობიანი, ხალისიანი და ინდივიდზე ორიენტირებული გავხადოთ. ტოლერანტობა მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის ზოგადი უფლების პატივისცემას“, - აღნიშნავენ სკოლაში და აფასებენ ღონისძიებას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203