ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებული შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტიობებით, რომლებიც ეხმიანება მნიშვნელოვან თარიღევს და მიზანმიმართულია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ.
მათ შორის გახლდათ, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები.
მოსწავლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. ხაზი გაუსვეს მის როლს და აღნიშნეს, რომ მისი გავლენა მნიშვნელოვანია მე-19 საუკუნის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
ბავშვებმა ის მთავარი შეგონებაც გააჟღერეს, რასა ილია ჭავჭავაძე წერდა და რაზეც ქართველი თაობები აღიზარდა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება“.
სასკოლო-სასწავლო აქტივობების ფარგლებში მე-3 კლასის მოსწავლეებს შორის ილია ჭავჭავაძის პოეზიაზე დაფუძნებული კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა, რომლსაც მასწავლებელი მარეტტა შახდინარიანი ხელმძღვანელობდა.
მე-4 კლასის მოსწავლეები იყვნენ სტუმრად ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, გასვლითი აქტივობა კი, მასწავლებელის სირანა კალოიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა კი, სკოლაში წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „საქართველოს უგვირგვინო მეფე“. ხელმძღვანელი მასწავლებელი კი - ალმარი სირადეგიანი გახლდათ.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა უყურეს ფილმს - „კაცია ადამიანი“ და ნაწარმოებში მოცემულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გამართეს დისკუსია, აქტივობას მასწავლებელი ლალი ჯავახიძე ხელმძღვანელობდა.
მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ესეების კონკუსი და გამოუშვეს კედლის გაზეთი - „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“, ხელმძღვანელი მასწავლებელი ლია ნაცვლიშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: