თბილისის N104 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. იქ სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად ეწყობა.
ახლახან კი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სააქტო დარბაზში პირველკლასელთა წარმოდგენა და მათთვის მოსწავლის წოდების მინიჭების ორენოვანი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებისა და პირველკლასელების მიერ სკოლის ჰიმნის ერთობლივი შესრულებით გაიხსნა.
პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - იზაბელა აბრამიანის ორგანიზებით, სომხურ და ქართულ ენაზე იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და იცეკვეს.
„ღონისძიების დასასრულს, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა პირველკლასელებს განსხვავებული რწმუნებულების სიგელები გადასცეს. პირველკლასელებს ვულოცავთ მოსწავლის წოდების მინიჭებას! წარმატებებსა და მიღწევებით სავსე მომავალს ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: