თბილისის N166 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მათემატიკის ორიგინალური გაკვეთილი 
21-11-2024

თბილისის N166 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ასეთი მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული მათემატიკის გაკვეთილი გახლდათ. 

VII 2 კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით საინტერესო და ორიგინალური დავალება შესთავაზა.

ბავშვებს დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის, როგორც პირველი ბანკის დამფუძნებლის შესახებ ინფორმაციები უნდა მოეძიებინათ. 

შემდგომ უნდა დაეწერათ თუ როგორ გამოიყენებდნენ საბანკო მომსახურებას თავიანთ ცხოვრებაში.

აქტივობა მოსწავლეთათვი საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დღეს, სკოლას ფინანსური განათლების პირველი ქართული საგანმანათლებლო ვებ-პორტალის FinEdu - ფინედუს წარმომადგენელი სტუმრობდა.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203