თბილისის N166 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის VI დ კლასის მოსწავლეები პედაგოგის - გვანცა წიწილაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს ესტუმრნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მუზეუმში წასვლის მოტივი გახლდათ იმ ექსპონატთა ხილვა, რომლებიც ეხება ხევსური მკურნალების საკითხს.
მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა პერიოდის სამედიცინო ხასიათის ხელნაწერებს, არქეოლოგიურ არტეფაქტებსა და ანთროპოლოგიურ მასალას.
„მადლობა ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს მასპინძლობისა და ასეთი საინტერესო, შემეცნებითი დღისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე ძლიან ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები: