თბილისის N166 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევას, ინტერნეტში ქცევის წესებს ასწავლიან და მათი მედიაწიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
მასწავლებლების - მაია კაკაურიძის (გადამზადდა მედიაწიგნიერების სწავლების ინტეგრირების მიმართულებით), ლალი ტურიაშვილის (გადამზადდა მედიაწიგნიერების სწავლების ინტეგრირების მიმართულებით), მერი წიქვაძის (გადამზადდა მედიაწიგნიერების სწავლების ინტეგრირების მიმართულებით), ლია ჩაჩუას (პროგრამა - eTwinning, მოისმინა ტრენინგი: მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია), ნანა რუხაიას, მარინე კაპანაძის მიერ სასწავლო პროცესში ჩაშენებით, ნებისმიერ სასწავლო საგანთან მიმართებით ხორციელდება მრავალფეროვანი, ეფექტური აქტივობები დაწყებით და საბაზო საფეხურზე, რომელებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა უნარების განვითარებას მედიაწიგნიერების მიმართულებით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები ბუნებრივად იქნებიან მედიაქტივისტები.
ჯგუფმა განახორციელა აქტივობები, რომელსაც საზოგადოება სკოლის სოციალური ქსელით ეცნობა.
„ვტვირთავთ, მეთოდურ ელექტრონულ რესურსს, რომელშიც აღწერილია აქტივობების შინაარსი და მიზნები. ჯგუფის წევრები მზად არიან დაინტერესებულ პირებს გაუზიარონ გამოცდილება“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: