„ნარინჯისფერი შემოდგომა“ - ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სანახაობა 
21-11-2024

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრებას მეტად მრავალფეროვანს ხდის შემეცნებითთან ერთად, შემოქმედებითი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი შემართებით მონაწილეობენ. 

მათ შორის გახლდათ დიდი საშემოდგომო დღესასწაული, სახელწოდებით - „ჩვენი ნარინჯისფერი შემოდგომა“.

ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა წვიმიან, ჭრელაჭრულა ფერებით მოკაზმულ შემოდგომას ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. ნოემბრის მიწურულს ხალისით მიაცილებენ ოქროსფერ სეზონს და ემშვიდობებიან მომავალ წლამდე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი თამუნა ბერიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებსა და დირექციას დაუვიწყარი ღონისძიების გამართვისთვის და მხარდაჭერისთვის. 

„ჩემი საოცარი, ულამაზესი პატარები ხართ, დაგლოცოთ ღმერთმა მუდამ იფერადეთ,ღიმილი არ მოგკლებოდეთ მიყვარხართ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მონდომებულ და კრეატიულ მშობლებს; მადლობა ჩვენს მკერავს ქალბატონ მარიამ ქარცივაძეს ასეთი ლამაზი ფორმების შეკერვისთვის ასე რომ გაგვილამაზა დღე. მადლობა ჩემი სკოლის დირექციას. მადლობა გვარა-ხუცუბნის აგროსერვისცენტრს მასპინძლობისთვის რომ ცოტა ხნით დაგვითმო ულამაზესი ეზო წვიმამ შეგვიშალა სამწუხაროდ ხელი რომ უფრო ლამაზი ფოტოები აღგვებეჭდაა ულამაზეს გარემოში სამომავლოდ შემოგთავაზებთ... ჯიხანჯურის საჯარო სკოლის ნიჭიერი პირველკლასელების პირველი სკოლისგარე გასვლა შემოდგომის ზეიმისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203