ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-3 კლასელები ღვინის დაყენების წესებს გაეცნენ
21-11-2024

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროფესიონალი პედაგოგები მრავალფეროვან და საინტერესო იდეებს სთავაზობენ და მათთვის სასკოლო ცხოვრებას დაუვიწყარს ხდიან. 

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის საშემოდგომო გასვლითი ღონისძიება გამართა. 

მოსწავლეები „ბერიძეების ღვინის მარანსა“ და რესტორანს სტუმრობდნენ, სადაც მათ გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს. 

მოსწავლეები გაეცნენ მარანის საშემოდგომო საქმიანობას, ღვინის დაყენების წესებსა და დიდი ინტერესით უყურებდნენ სამუშაო პროცესს.

აღსანიშნავია, რომ გასვლით ღონისძიებას კლასის ხელმძღვანელი მარი ბოგვერაძე ხელმძღვანელობდა, ის მადლობას უხდის მასპინძლებს გულითადი დახვედრისთვის და საინტერესო გამოცდილების გაზიარებისთვის. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203