არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს
15-06-2018
წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ პედაგოგმა ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანმა მე-9 კლასში ბიოლოგიაში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა იყო „გლობალური ეკოლოგიური პრობლემები“. 

სკოლის აღსაზრდელებმა ოზონის ეკრანის რღვევაზე, გლობალურ დათბობაზე, მჟავურ წვიმებზე ატმოსფეროს, წყლის ნიადაგის დაბინძურებასა და ტყის საფარის შემცირებაზე ისაუბრეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკევეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. 

სასწავლო პროცესს პედაგოგები ესწრებოდნენ, რომელთაც გაკვეთილი დადებითად შეაფასეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203