ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ფერადი და ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება სახელწოდებით - „ბარაქიანი შემოდგომა“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები.
აღნიშნულ ღონისძიებას უძღვებოდნენ მე-3 ლასის დამრიგებელი ნანა ზაზაძე, მეოთხე კლასის დამრიგებელი ცისანა შერგილაშვილი, მუსიკის პედაგოგი ლეილა თელიაშვილი და ქორეოგრაფი გიორგი მეტრეველი.
ზეიმზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: