თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი საინტერესო გაკვეთილი სკოლის II-III კლასებში ჩატარდა, სადაც პედაგოგმა „სწავლა კეთებით“ მეთოდი გამოიყენა.
გაკვეთილის თემა - Mixed Colours (ფერების შერევა) გახლდათ. მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
„ასე პოზიტიურად და ხალისიანად შევისწავლეთ ძირითადი ფერების შერევით ახალი ფერის მიღება და შევძელით ფერთა წარმოება“, - გვიყვებიან სკოლაში.
„სწავლა კეთებით“ მეთოდი მოსწავლეებში იძლევა მნიშვნელოვან ეფექტს. ის საგაკვეთილო პროცესის ხალისიანად წარმართვას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: