ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომელთათვისაც მომავალი თაობის განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ზრუნავა ყოველდღიური საქმიანობაა.
მათი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. ერთ-ერთი ასეთი ხელოვნების პედაგოგი - ალექსანდრე ირემაძე გახლავთ.
მისი შრომის დასტურია ისიც, რომ ახლახან, მასწავლებელი იაკობ გოგებაშვილის სახელობის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა.
სკოლაში მისი წარმატებით ხარობენ და დირექცია ალექსანდრე ირემაძეს მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: