ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და საჭირო უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. ამჯერად, დაწყებითი კლასების კათედრამ (II, III, IV კლასები) საბავშვო მწერლის - „ასტრიდ ლინდგრენის კვირეული“ განახორციელა.
აღნიშნული პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ საბავშვო მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. მის მიმდინაერეობაში დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - მაკა კობახიძე, იზა ღიბრაძე და ნანა მაღლაკელიძე ჩაერთნენ. მასწავლებლებმა მოსწავლეებს ელექტრონული პრეზენტაცია წარუდგინეს, მოასმენინეს სიმღერა - პეპი გრძელი წინდა. ამასთანავე, პედაგოგებმა მოსწავლეებს აჩვენეს ფილმი ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ და ნაწყვეტები ასტრიდ ლინდგრენის ბიულერბიუელი ბავშვებიდან.
მოსწავლეებს მიეცათ დავალება, სკოლაში ნანახი ფილმი გაეგრძელებინათ და დაეწერათ ჩანახატი. მათ ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებების („ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარსონი, პეპი გრძელიწინდა, როგორ იყიდა ულემ ელვა, ბიულერბიუელი ბავშვებიდან“) პერსონაჟების ილუსტრაცია გასაფერადებლად დაურიგდათ.
„სწავლების ეს ფორმა მოსწავლეებში ანვითარებს შემოქმედებითი უნარებს. ეს იყო პროექტული სწავლების კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ძალიან საჭირო და საინტერესო აქტივობა. მადლობა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: