ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, პედაგოგები არაერთ საინტერესო აქტივობას ატარებენ.
ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებლის - თამილა დუმბაძის ხელმძღვანელობით, სკოლაში, სიტყვების დამარცვლის კონკურსი ჩატარდა. სკოლაში, აღნიშნული კონკურსი Spelling Bee ფორმატით ჩატარდა.
„ორთოგრაფიული ფუტკარი“ Spelling Bee არის კონკურსი, რომელშიც კონკურსანტებს სთხოვენ სიტყვების ფართო არჩევანის დამარცვლას, ჩვეულებრივ, სხვადასხვა სირთულის ხარისხით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა უნდა დაიმახსოვრონ ლექსიკონებში დაწერილი სიტყვების მართლწერა და შესაბამისად წაიკითხონ ისინი.
ითვლება, რომ კონცეფცია წარმოიშვა შეერთებულ შტატებში და ფუტკრის მართლწერის ღონისძიებები, ვარიანტებთან ერთად, ახლა ტარდება მსოფლიოს ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც.
კონკურსში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის Vბ კლასის მოსწავლეები. კონკურსი სამ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში 7 მოსწავლე გადავიდა ხოლო მესამეში გამოვლინდა 2 გამარჯვებული - გეგა ჭურკვეიძე და ელენე შამილიშვილი
წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით ყველა მონაწილე დაჯილდოვდა როგორც სიგელებით ასევე ფერადი ბროშურებით.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: