ჩაისუბნის N2 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ტურისტული მარშრუტის ამსახველი ბუკლეტები დაამზადეს
22-11-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის V კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილის თემის შესწავლის შემდეგ მოიძიეს ინფორმაციები და დაამზადეს ქართლში არსებული ციხესიმაგრეების შესაბამისი თანამედროვე ტურისტული მარშრუტის ამსახველი ბუკლეტი თუ როგორ დავაინტერესო ტურისტები.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი. 

„ეს აქტივობა ხელს უწყობს საფუძვლიანად შეისწავლონ აღნიშნული რეგიონის ისტორია მისი დღევანდელობა, ინდივიდუალური, შემოქმედებითი და პრეზანტაციის უნარების დახვეწას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობას ისტორიის მასწავლებელი მილედი კობალაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203