შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, იქ, სკოლის დირექტორის - ნუნუ ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების - მარიამ მშვენიერაძისა და ლიკა ბედინაშვილის ჩართულობით, ილია ჭავჭავაძის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც დიდი საზოგადო მოღვაწის, პოეტის, პუბლიცისტისა და უდიდესი ქართველი მწერლის შემოქმედებასა და ბიოგრაფიაზე ისაუბრეს. მინი წარმოდგენა დადგეს.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: