თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, III-IV კლასის მოსწავლეებთან, ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების მნიშვნელობის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, საინფორმაციო სესია ჩატარდა.
„რაც უფრო მეტად გვექნება გაცნობიერებული გარემოსდაცვითი პრობლემები და მათი მოგვარების გზები, მით უფრო მეტად შევძლებთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის“,- აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანელი პედაგოგი ია ტიშური და მოსწავლეებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მნიშვნელობის გააზრებაში ეხმარება.
იხილეთ ფოტოები: