შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
ამის მიზეზი კი, „შემოდგომის ზეიმია“. მოსწავლეებმა, ფერადი შემოდგომა, პედაგოგებთან ერთად, აღნიშნეს. მათ სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი შეასრულეს, იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სკოლის ეზო ზღაპრულად იყო მორთული. იქ ნახავდით, როგორც შემოდგომის ნობათს, ასევე შესაბამის დეკორაციას. ადგილზე სასკოლო საზოგადოებამ თათარაც მოამზადა და ჩურჩხელები ამოავლო.
ეს დღე თითოეული მონაწილისთვის დასამახსოვრებელ და გამორჩეულ მოგონებად იქცა.
„შემოდგომა არის წელიწადის დრო, როდესაც დედა ბუნება ამბობს: „აჰა, რა ადვილი, რა ჯანსაღი და რა ლამაზი შეიძლება იყოს მისი გაშვება“,- სწორედ ეს სიტყვები ისმოდა ღონისძიებაზე.
იხილეთ ვიდეოები: