თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.
ამჯერად, მოსწავლეებთან ნარჩენების მართვის შესახებ ღონისძიებები ჩატარდა. მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას თუ როგორ შეიძლება ნარჩენების გადამუშავება და გამოყენება.
პედაგოგებმა თვალსაჩინოებისთვის გამოიყენეს ფოტო-ვიდეომასალა.
აღნიშნულ აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ქეთევან დავლიანიძე, ქეთევან დავითაშვილი, ლიანა ქსოვრელი და ეკატერინე ოქროპირიძე.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები: