საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში წარმატებული, ღირსეული და განათლებული ახალი თაობის აღზრდაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს გამორჩეულ აქტივობებს სთავაზობენ და ამით სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებენ.
ამჯერად, სკოლა-გიმნაზიის წმიდა მატათა მოციქულის სახელობის Vბ კლასის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ.
ისინი მუსიკალურ სპექტაკლს, სახელწოდებით - „წითელკანიანთა ბელადი“ დაესწრნენ და გიმნაზიაში დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: