საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის თვითმმართველობა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ საინტერესო პროექტს გეგმავს
25-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა თვითმმართველობის საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მოსწავლეები გაეცნენ სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსის პირობებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეების პროექტში ჩართვა ხელს შეუწყობს მათი მონაწილეობით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და პრობლემების გადაჭრას.

აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203