საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-9 კლასელებს ბიოლოგიისა და ინგლისური ენის ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
26-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და სწავლებისას მრავალფეროვან მიდგომებს, სტრატეგიებსა და მეთოდებს მიმართავენ. 

ახლახან, საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-9 კლასში (დამრიგებელი ინგა ჩადუნელი) ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგიასა და ინგლისურ ენაში.

გაკვეთილს პედაგოგები - მარიამ ბერიძე (ბიოლოგია), ინდა ჩადუნელი (ინგლისური) ხელმძღვანელობდნენ. 

 მოსწავლეებმა გაკვეთილზე განიხილეს გარემოს დაცვის საკითხი და დაბინძურების პრევენციის გზები.

ინტეგრირებულ გაკვეთილს, რომელიც ძალზედ საინტერესო და აქტუალურ თემას მოიცავდა, ესწრებოდა გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე და სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203