ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო მასალას დიდი მონდომებით ითვისებენ.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა „შუშანიკის წამება“ ისწავლეს და შეაჯამეს. მათ საინტერესო თემატური პოსტერი დაამზადეს, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით გააფორმეს. შემდეგ კი, სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს.
ისინი აქტივობაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლბლის - ნანა აბულაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მეათეკლასელებმა, თემის ირგვლივ, სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრეს და ცოდნა გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: