საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისთვის ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი.
იქ, ხარისხიან განათლებასთან ერთად, დიდი ყურადღება ექცევა მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებას. სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა თემატურ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის გუნდმა თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მათ მეორე ტურში „თანამედროვე განათლების აკადემია“, ანგარიშით 3-0 დაამარცხეს.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.