ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ კონკურსსა და შეჯიბრებაში ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ თამაში ორ ასაკობრივ ჯგუფში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის, რესურსცენტრისა და აჭარის ინტელექტკლუბის მხარდაჭერით გაიმართა. მასში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 საჯარო სკოლის 168 მოსწავლე მონაწილეობდა.
I ასაკობრივ ჯგუფში V-VIII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მათი შედეგი გადანაწილდა შემდეგნაირად:
I ადგილი- ფერიის საჯარო სკოლა;
II ადგილი - ზემო ახალშენის საჯარო სკოლა;
III ადგილი - ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა.
II ასაკობრივი ჯგუფი: (IX-XII კლასი):
I ადგილი - ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა;
II ადგილი - ახალსოფლის სკოლა;
III ადგილი - ახალშენის N2 საჯარო სკოლა.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს მიღწევებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: