სიღნაღის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
22-11-2024

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს: ლიზი ქადაგიშვილსა და მარიამ მინდორაშვილს, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლაში მათი მიღწევებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ საინტერესო აღმოჩენებითა და ძიებით სავსე მომავალს.

ჩვენ კი ვისურვებთ არ მოჰკლებოდეს სკოლას ასეთი შრომისმოყვარე, წარმატებული, პედაგოგებისა და მშობლების ამაგის დამფასებელი თაობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203