თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესს მრავალფეროვანსა და დაუვიწყარს ხდის შთამბეჭდავი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში ჩატარდა საშემოდგომო ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა წარადგინეს ნამუშევრები და ისაუბრეს საშემოდგომო ტრადიციებზე.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, თუ რა დატვირთვა აქვს შემოდგომას, განსაკუთრებით ყურძნის კრეფას და მის დაწურვას. ასევე, ბავშვებმა განიხილეს როგორ მზადდება თათარა და ჩურჩხელა.
„ეს ღონისძიება ჩვენს სკოლაში ყოველ წელს ტარდება ბავშვების მონდომებით“, - აღნიშნევენ სკოლაში და რა საკვირველია, ტრადიციას არც წელს უღალატეს.
იხილეთ ფოტოები: