დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის ცხოვრება მრავალეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, მოტივირებული მოსწავლეები და პოფესიონალი პედაგოგები სკოლის ისტორიას დაუვიწყარი დღეებით ამდიდრებენ.
ამჯრად, სკოლას ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური სტუმრობდა, ეს ფაქტი ადგილობრივი რედაქციის, გაზეთ - „შირაქის“, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და მისი ფურცლებზე, კიდევ ერთხელ მოხდა არხილოსკალოს საჯარო სკოლის მრავალფეროვანი ღონისძიება.
სკოლის დირექცია გულწრფელ მადლობას უხდის გაზეთ „შირაქის“ რედაქტორს, ილია მარტყოფლიშვილს, სკოლის საქმიანობის დაინტერესებისა და მასალების გაზეთში გამოქვეყნებისათვის.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით პროექტის ორგანიზატორებს: ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს, საქართველოს ფეხბურთის ხელმძღვანელს, მამუკა კვარაცხელიას და ჟურნალისტს, ნოე სულაბერიძეს.
ასევე, სკოლა დიდ მადლობას უხდის მასწავლებლებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგთა შრომისა და მონდომების გარეშე სტატია, სათაურით - „ლაშა ბექაურთან შეხვედრა მშობლიურ სკოლაში“, ვერ მოხვდებოდა გაზეთის ფურცლებზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გაზეთ „შირაქის“ რედაქტორი დაუკავშირდა სკოლის დირექტორს და ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც კიდევ უფრო დეტალურად გაანალიზდა და გამოიკვეთა ლაშა ბექაურთან შეხვედრის მნიშვნელობა სკოლისა და მოსწავლეებისთვის.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინტერვიუმ გამოკვეთა ღონისძიების არა მხოლოდ სპორტული, არამედ საგანმანათლებლო და მოტივაციური მხარე, რაც სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
„გისურვებთ წარმატებებს გაზეთ „შირაქს“ და მის მთელ გუნდს! ღირსეულად გააგრძელეთ თქვენს საქმეში სიზუსტისა და სილამაზის შეტანა!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: