ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლის კლუბ „მომავალი თაობის“ წევრებმა, კლუბური მუშაობის ფარგლებში, მნიშვნელოვან თემაზე - „ენერგეტიკული სასმელი“ ამომწურავი პრეზენტაცია გამართეს.
ღონისძიების მონაწილეებმა ენერგეტიკული სასმელის მავნებლობაზე ისაუბრეს, ხაზი მოიყვანეს მაგალითები და შეკითხვებს უპასუხეს.
გარდა ამისა, კლუბის წევრებმა თემატური ბროშურები და ფლაერები დაამზადეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაცია ძალიან საინტერესო და შემეცნებითი გახლდათ. პრეზენტაციის ხელმძღვანელი ანა ჭაღალიძე, ხოლო პედაგოგი ნინო დიასამიძე იყვნენ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: