სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წახალისებას აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ჩემპიონატებში.
ამჯერად, სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას შეუერთდნენ და მაგიდის ჩოგბურთში დამსახურებული მეორე ადგილები დაიკვეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მასწავლებელის - ერვანდ ვარდერეზიანის ხელმძღვანელობით მონაწილებდნენ ჩემპიონატში, მათ ძლიერი კონკურენციის მიუხედავად წარმატებით იასპარეზეს.
სკოლაში მოსწავლეებს ულოცავენ მიღწეულ შედეგს და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: