საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი ფრენბურთში, რომელიც სპორტის მასწავლებლის ბექა კვარაცხელიას ინიციატივით გაიმართა.
ამგვარი აქტივობა სპორტული სულისკვეთების გაძლიერებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის შესანიშნავი მაგალითი გახდა. ტურნირში მოასპარეზე გუნდებმა დიდი მონდომებითა და თავდადებით იბრძოლეს გამარჯვებისთვის, რაც მოტივაციას აძლევდა, როგორც მოთამაშეებს, ასევე მაყურებლებს.
განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მე-10 კლასის გუნდის წევრები, რომლებმაც მაღალ დონეზე აჩვენეს თამაში და ტაქტიკური უნარ-ჩვევები. გუნდური მუშაობის გამორჩეული უნარით მათ მოიპოვეს ღირსეული გამარჯვება.
სპორტული შეჯიბრი არა მხოლოდ ბავშვების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ პასუხისმგებლობის გამომუშავებისთვის, გუნდური მუშაობისა და მოტივაციის ამაღლებისთვის. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეების ფსიქოლოგიურ განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობას წარმოაჩენს.
იხილეთ ფოტოები: