ფახულანის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი პროექტებს აქტიურად ახორციელებს
15-06-2018
ფახულანის N1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი „ვექტორი“ სხვადასხვა პროექტს აქტიურად ახორციელებს. 

კლუბის წევრები ჩართულნი არიან „მომავლის თაობის“ პროგრამაში და მათი დახმარებით საგრანტო პროექტი „არა ძალადობას“ განახორციელეს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა ღონისძიება მოამზადეს: პროექტის პრეზენტაცია, სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება, ტრენინგი ძალადობის თემაზე, შეხვედრა სამართალდამცავებთან, საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და გავრცელება, ფილმის ჩვენება და დისკუსია, ესეების კონკურსი, ასფალტზე ხატვა, მრგვალი მაგიდა, ფორუმ-თეატრი და სხვა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203