მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთაც იციან, სამომავლოდ რისი მიღწევა სურთ.
აღსანიშნავია, რომ მათმა ნაწილმა უკვე გადაწყვიტა რომელ პროფესიას დაეუფლება.
ახლახან, X -XI კლასების მოსწავლეები მცხეთის მუნიციპალურ საბავშვო ბიბლიოთეკაში გამართულ დისპუტში - „ჩემი მომავალი პროფესია“ მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა არჩეული პროფესიების შესახებ ისაუბრეს, ასევე გამოკვეთეს, რა ფაქტორებმა განაპირობა ამა თუ იმ პროფესიის არჩევა. გარდა ამისა, აღნიშნეს, რა ეხმარება მოზარდს, რომ სწორად განსაზღვროს თავისი მომავალი პროფესია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, აზრთა გაზიარებისა და მსჯელობის შედეგად, დაასკვნეს, რომ მიზნის მიღწევაში ყველაზე დიდი როლი სასწავლო დისციპლინების შესწავლას, შრომისმოყვარეობასა და მიზანდასახულობას უჭირავს.
იხილეთ ფოტოები: