ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება 8 ნოემბერს ჩატარდა, სახელწოდებით - „ილია, ერის მამა“.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების: მზია სურმანიძის და მანანა კუპრაშვილის ორგანიზებით, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის შესახებ.
მოსწავლეებმა გაიხსენეს დიდი საზოგადო მოღვაწის ცხოვრების ქრონიკები და მისი უკვდავი შემოქმედება მხატვრულად „გააცოცხლეს“, წაიკითხეს ლექსები და იმსჯელეს იმ გავლენაზე, რაც ილიამ ქართულ ლიტერატურასა და ზოგადად, საზოგადოებაზე იქონია.
იხილეთ ფოტოები: