ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებით აქტივობებს სთავაზობენ და სასწავლო პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას ახერხებენ.
ამჯერად, როდიონოვკის საბაზო სკოლის ქართული ენის წრის წევრებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება, თემაზე - „ოქროს საწმისი“.
მოსწავლეები დიდი ინტერესით მუშაობდნენ დავალებაზე, აქტიურად გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს და აქტივობებში შემართებით მონაწილეობდნენ.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ისე დაგეგმვა, რომ გათვალისწინებული იყოს მოსწავლეთა ინტერესები და ერგებოდეს მათ სურვილებს.
იხილეთ ვიდეო