ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობდნენ 
26-11-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან.

მათ შორის იყო მედიაწიგნიერების ოლიმპიადა.

სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები: ნათელა ბერიძე, ლიკა ხოზრევანიძე, მია ცეცხლაძე, მარიამ ხოზრევანიძე მონაწილეობდნენ სექტემბერში გამართულ „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ოლიმპიადის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დეზინფორმაციის გამკლავების გზების ძიება.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - მზია სურმანიძემ შექმნა მე-10 კლასის მოსწავლეებისაგან გუნდი, გადაიღეს ვიდეორგოლი თემაზე - „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას“, რომელიც გააცნეს სასკოლო საზოგადოებას და როგორც საკონკურსო ნამუშევარი, გადაუგზავნეს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პლატფორმას.

„მედიაწიგნიერების კონკურსში“ მონაწილეობისათვის ყველა მოსწავლეს სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203