მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათ წახალისებას, რომ იზრუნონ ბუნებაზე.
სწორედ ამ მიზნით, სკოლის აქტიური მოსწავლეები, მასწავლებლის ფირუზა აფანდიევის ხელმძღვანელობით, „მარნეულის დასუფთავების დღის“, მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ.
კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით დაასუფთავეს სკოლაში მიმავალი გზის პირი და სოფლის ცენტრი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სულ შეგროვდა 8 დიდი ტომარა ნარჩენი.
დასუფთავების აქციაში სულ 18 ადამიანი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ კამპანიაში აქტიური მოსწავლეები სკოლის მასწავლებლის რამილა აქმედოვის ხელმძღვანელობითაც ჩაერთნენ. მათ კი, 6 დიდი ტომარა ნარჩენი შეაგროვეს.
დასუფთავების აქციაში სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა.
პროექტის ხელმძღვანელები მადლობას უხდიან პედაგოგებსა და მოსწავლეებს კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის და მონდომებისთვის.
იხილეთ ფოტო: