ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, პედაგოგები სწავლების სხვადასხვა მეთოდს იყენებენ.
სწავლა-სწავლების მრავალფეროვან მეთოდთა შორის, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „მკითხველის თეატრი“, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა კითხვით დაინტერესებას, მათ მოტივაციასა და აქტიურობას, ტექსტის გაგება-გააზრებას. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა ნაწარმოების მიხედვით, საინტერესო სცენარებს დგამენ.
ამჯერად, სკოლის VII ა კლასის მოსწავლეებმა ნ.დუმბაძის მოთხრობიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მონაკვეთი (პირველი სიყვარული“) წარადგინეს.
აქტივობა მიზნად ისახავდა გამომეტყველებითი კითხვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
მოსწავლეებმა ნახეს და მოისმინეს ფილმიდან აღნიშნული ტექსტის შესაბამისი ნაწყვეტები. მათ გაიხსენეს გამომეტყველებითი კითხვისათვის აუცილებელი მოთხოვნები, გადაინაწილეს როლები და წაიკითხეს ტექსტი.
მონაწილეები შეაფასეს ერთობლივად შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვა თავისი აზრი მათ შესახებ.
სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ - ს.პაქსაძემ შეაჯამა აქტივობა, რომელმაც ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა მსმენელსა და მონაწილეებში.
აქტივობას პედაგოგი მ.კიკვაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: